რუსთავში ჰაერი ისევ დაბინძურებულია

2026-01-27 12:29:57

27 იანვარს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია. 

ატმოსფერულ ჰაერში მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.

ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 27 იანვარს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 37.99 მკგ/მ PM10-მაჩვენებელი 72.74 მკგ/მ, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 39.32 მკგ/მ , ხოლო PM10-ის 65.59 მკგ/მ.

რეკომენდირებულია პირბადის ტარება და მოერიდეთ გარე აქტივობებს. 
რისკ ჯგუფებში შედის ბავშვები, ორსულები და კარდიოვასკულურ დაავადებათა მქონე პირები.