დაეხმარება თუ არა რუსთავის მერია მეგობრობის გამზირზე ხანძრის დროს დაზარალებულებს

2026-01-27 11:34:23

რუსთავში 25 იანვარს მეგობრობის N14-ში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერია დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მერიაში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადეს. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ: "მეგობრობის N 14-ში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ფასადის აღდგენა აუცილებლად მოხდება. რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს ამ საკითხზე.

რუსთავის მერია, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებლად გაუწევს დახმარებას  ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს".

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს, მეგობრობის N14-ში ხანძარი მე-6 სართულის აივანზე გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მალევე გავრცელდა მე-7 და მე-8 სართულებზე და დაიწვა კორპუსის ფასადი.

კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ფასადები ადვილად აალებადია და მისი მოხსნაა საჭირო.