2026-01-25 14:37:29
რუსთავში თოდრიას პირველ ჩიხში მე-17 ბაგა-ბაღის ადგილზე ახალი, 300 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდება.
ბაღის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
მგფ-მა პროექტის მოსამზადებლად 432 315 ლარი გამოყო. ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნებით პროექტი გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 300 ბავშვზე (თორმეტ ჯგუფზე) და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:
- ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
- ჰოლი;
- ჯგუფური უჯრედი, სადაც უნდა შედიოდეს ჯგუფის ოთახი არანაკლებ 300 ბავშვზე,
(საძინებელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, გასახდელი, სან კვანძი, მინი-ბუფეტი);
დირექტორის ოთახი
- პერსონალის ოთახი;
- სანკვანძი პერსონალისათვის;
- საშხაპე;
- დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;
- დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი
სათავსით;
- კვების ბლოკი;
- სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
- საუთოვებელი ოთახი;
- სამრეცხაო ოთახი;
- თეთრეულის შესანახი სათავსი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
- მნის ოთახი;
- დაცვის ოთახი.