საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

2026-01-22 10:57:52

თბილისში, საბურთალოს რაიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.