2026-01-21 19:14:11
თბილისში, 51-ე სკოლასთან მამაკაცი ავტომობილით რკინის ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა.
კაცი ორი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციელს ეუბნებოდა: „არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავ“.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ პოლიცია მამაკაცის მიმართ სპეციალურ საშუალებას, ე.წ. სპრეის იყენებს და ისე აკავებს.
მამაკაცის დაკავება საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.