2026-01-15 17:06:51
რუსთაველმა ბარბარე ძელურმა ესპანეთში სწავლის გასაგრძელებლად 40 000 ევროს დაფინანსება მოიპოვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" N24-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ განუცხადა, სწავლის გაგრძელება საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საზღვარგარეთ სურს, რისთვისაც საერთაშორისო გამოცდები ჩააბარა, შემდეგ კი ევროპისა და ამერიკის 10-მდე უნივერსიტეტში აპლიკაციები გაგზავნა.
ამ ეტაპზე უკვე მოუვიდა პასუხი ესპანეთში "სენტ ლუისის" უნივერსიტეტიდან, სადაც ბარბარე ჩაირიცხა და სწავლის გასაგრძელებლად 40 000 ევროს დაფინანსებაც მოიპოვა.
ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხი მოუვიდან რომში "ჯონ კაბოტის" უნივერსიტეტიდან და ელოდება დაფინანსების შესახებ პასუხებს.
ბარბარე ასევე ჩარიცხვის შესახებ პასუხებს ელოდება სხვა ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდანაც, რის შემდეგაც გადაწყვეტს სწავლა სად გააგრძელოს.