2026-01-15 14:12:58
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ერთი მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მათივე ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.