აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ვიზების გაცემას შეაჩერებს

2026-01-14 21:05:06

აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი სახელმწიფო დეპარტამენტის საბუთზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საბუთი აშშ-ის საკონსულო წარმომადგენლებს არსებული კანონის ფარგლებში ვიზების გაცემაზე უარის თქმას ავალდებულებს, როდესაც პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა აფასებს სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს.

Fox News-ის ინფორმაციით, 75 ქვეყანას შორის არის: ავღანეთი, ალჟირი, ალბანეთი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბაჰამა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბურმა, კამბოდია, კამერუნი, კაპო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერითრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, განა, გრანადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ კიტსი და ნევისი, სანტ ლუსია, სენეგალი, სიერა ლიონი, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი, იემენი, სენტ ვინსენტი და გრენადინები.

პაუზა 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.