2026-01-14 17:55:54
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი ქალი მოკლა და სავარაუდო დამნაშავეს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.