ირანში აქციის მონაწილეებს სიკვდილით დასჯა მიესაჯათ

2026-01-13 13:03:25

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ცნობით, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეების სიკვდილით დასჯას აპირებენ.

ირანის მთავრობამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ არ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს. ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, სიკვდილით დასჯით ემუქრება.

ოთხშაბათს, 14 იანვარს, გასულ კვირას ქალაქ კარაჯში საპროტესტოო აქციების დროს, დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანის ჩამოხრჩობაა დაგეგმილი.
„მის ოჯახს უთხრეს, რომ მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა და სასჯელი 14 იანვარს უნდა აღსრულდეს“, - განუცხადეს წყაროებმა ირანის ადამიანთა უფლება დამცველ ორგანიზაციას(Hrana).
Hrana-ს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო კვირების განმავლობაში 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.