2026-01-12 12:45:22
ირანში საპროტესტო აქციები მესამე კვირაა მიმდინარეობს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დარბევის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ირანელებს კიდევ ერთი დღე არ ექნებათ ინტერნეტი. ხელისუფლებამ 84 საათზე მეტი ხნის წინ გათიშა ინტერნეტთან წვდომა და სატელეფონო ხაზები. განაცხადა კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელმა ორგანიზაციამ NetBlocks-მა.
დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ადამიანის უფლებათა აქტივისტების სააგენტოს (HRANA) მონაცემებით, ბოლო 15 დღის განმავლობაში დემონსტრაციების დროს სულ მცირე 544 ადამიანი დაიღუპა , მათ შორის 483 მომიტინგე და რვა ბავშვი. ასევე HRANA-ს ცნობით, 10 681-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.
დემონსტრაციები ირანის საზღვრებს გარეთაც მიმდინარეობს.
თბილისში, ირანის საელჩოსთან, ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეები ირანისა და საქართველოს დროშებით შეიკრიბნენ და თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ლოს-ანჯელესში ერთი პირი დააკავეს მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანით, ირანის მთავრობის საწინააღმდეგო მომიტინგეების ბრბოში შეიჭრა.
თეირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც ლონდონში მომიტინგემ ირანის საელჩოს დროშა ჩამოხია.