2026-01-12 12:03:31
12 იანვარს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია. ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.
ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 12 იანვარს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 36.79 მკგ/მ PM10-მაჩვენებელი 66.87 მკგ/მ, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 39.08 მკგ/მ , ხოლო PM10-ის 68.15 მკგ/მ.
12 იანვრიდან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით.
რისკ ჯგუფებში შედის ბავშვები, ორსულები და კარდიოვასკულურ დაავადებათა მქონე პირები. რეკომენდირებულია პირბადის ტარება და მოერიდეთ გარე აქტივობებს.