2026-01-09 23:45:48
რუსთავში შვილმა დედას სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე, 40 წლამდე კაცსა და 70 წლამდე ქალს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შვილმა დედას სცემა.
მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შვილი ბრალდებულის სახით დააკავა.