ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახის წევრები ეძებენ

2026-01-09 23:16:24

ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით გიორგი მიქაცაძე სახლიდან, 9 იანვარს შუადღის 2 საათზე გავიდა და ამ დროისთვის არ დაბრუნებულა. მამაკაცის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში წერენ განცხადებას. ისინი ძმის პოვნაში დახმარებას ითხოვენ.

“არ ვიცით სად არის, თუ ვინმეს შეგხვდათ ან ნახეთ გთხოვთ დაგვირეკოთ!!
579363269.   
591072330
"- ნათქვამია ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.