როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 იანვარს

2026-01-09 13:15:17

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 იანვარს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება
სამხეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასებით. მათი ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან  რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.  

საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
როგორი ამინდია მოსალოდნელი რუსთავში

რუსთავი: შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +14°;
თბილისი: შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +13°;
ბათუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°;
ქუთაისი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°;
ზუგდიდი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°;
ოზურგეთი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°;
ონი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°;
გორი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°;
მარნეული: შესაძლებელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
ბორჯომი: თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°;
ბაკურიანი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°;
სტეფანწმინდა: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°;
თელავი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +12°.