2026-01-08 21:45:44
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
სამართალდამცავება 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.