პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2026-01-09 14:24:57

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს რომელიც წარსულში ნასამარლები იყო. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. 

საქართველოს მოქალაქე თაღლითობის, ქონების დაზიანებისა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის იძებნებოდა. 25 წლის მამაკაცი პოლონეთის სამართალდამცავებმა დააკავეს.

დაკავებულს მიესაჯა რვათვიანი პატიმრობა თაღლითობისთვის, ოთხთვიანი პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევისთვის და 20-დღიანი ალტერნატიული პატიმრობა გადაუხდელი ჯარიმებისთვის - განაცხადეს პოლონეთის პოლიციის თანამშრომლებმა.

მსჯავდებული სასჯელის მოხდის შემდეგ, დეპორტირდება საქართველოში.