2025-12-25 12:45:14
რუსთავში ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დაეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ტრანსპორტი დატოვეს მგზავრებმა და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.