2025-12-25 11:45:12
ხანძარი რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კლდიაშვილის ქუჩაზე, ერთერთი კორპუსის ბინაში სავარძელს ცეცხლი წაეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.