2025-12-23 17:56:09
რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში მდებარე N4 სამუსიკო სკოლის შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ნაცვლად ახალი აშენდება.
ამის შესახებ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ტაბაღუამ მე-8 მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შენობა მოძველებულია და მძიმე მდგომარეობაშია, რისთვისაც საჭიროა დემონტაჟი.
საკრებულოსთვის მოსაწონებლად წარგდენილ საკითხს მხარი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებმა დაუჭირეს, თავის შეიკავა "კონსერვატორების" წარმომადგენელმა მერაბ გიგანმა, ხოლო "ლელოს", "გირჩისა" და "გახარიას" წევრები სხომას არ ესწრებოდნენ.