2025-12-23 14:18:00
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სახლში სააბაზანოში ყოფნისას ნახშირორჟანგის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
ბავშვები უბედური შემთხვევისას სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ არაფერია დაშავებიათ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.