რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე ავარია მოხდა [Photo]

2025-12-22 16:43:56

რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო სემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე, ერთმანეთს "BMW" და " ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი დამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "ბოკერიას კლინიკაში" გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულები იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.