2025-12-22 13:04:34
დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის მუშა დაიღუპა.
ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.