ავსტრალიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

2025-12-14 16:46:22

ავსტრალიაში ტერორისტული აქტის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კვირას, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რომლის სამიზნეც ებრაული ღონისძიება იყო. პოლიციამ სროლა „ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა.

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 29 დაშავდა, დაშავებულთაგან ორი პოლიციელი იყო. ასევე მოკლეს ერთი ეჭვმიტანილი, ხოლო მეორე სავარაუდო მსროლელი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.