მარნეულში მოსწავლემ თანასკოლელი დაჭრა

2025-12-12 17:55:01

მარნეულში მე-8 კლასის მოსწავლე თანასკოლელმა დაჭრა.

არსებული ინფორმაციით მარნეულში N4 საჯარო სკოლაში 8 კლასის მოსწავლე თანასკოლელმა დანით თავსა და კისრის არეში დაჭრა რასაც წინ თანასკოლელთა დაპირისპირება მიუძღვოდა. 

შემთხვევა დღეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა
არსებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელსაც თავსა და კისრის არეში დაზიანება აღენიშნებოდა,კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას ითვალისწინებს.