საქართველოდან უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე გააძევეს

2025-11-25 12:14:25

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს 

ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ირანის, პაკისტანის, რუსეთის, კამერუნის, ჩინეთისა და ნიგერიის - ჯამში 32 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.