მიხეილ ზაქარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

2025-11-22 16:11:09

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მიხეილ ზაქარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ ზაქარეიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.