ნათლობის წესში ცვლილება შევიდა

2025-11-22 14:46:37

სინოდის განჩინების მიხედვით, ნათლობის წესში ცვლილება შევიდა

სინოდმა ერთ-ერთ საკითხად განიხილა ნათლობის საკითხი, რადგან დროთა განმავლობაში სახე იცვალა, ჰყავდათ 7, 10, 12 ნათლია და ძალიან არასწორ ფორმებს იღებდა ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს, რაც მოიცავს იმას, რომ ადამიანს ნათლია მხოლოდ ერთი ან ორი უნდა ყავდეს.

თუ იქნება ერთი ნათლია, ეს აუცილებლად უნდა იყოს თავისივე (მოსანათლის) სქესის, ხოლო თუ ადამიანს სურს თავის შვილს ყავდეს ორი ნათლია, აუცილებლად უნდა იყოს მდედრი და მამრი, როგორც სიმბოლურად სულიერი მშობლები.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხდება მესამე ნათლიის დაშვება - როდესაც არსებობს მესამე შვილი და ასევე პატრიარქიც მოიხსენიება ნათლიებში. დანარჩენ შემთხვევაში, მესამე ნათლიის დამატება არ ხდება და ამასთან დაკავშირებით, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს.

"ჯანმრთელობის და სულიერი თვალსაზრისითაც, ორივე მხრივ, გამართლებულია, რომ რაც შეიძლება დროულად მოინათლოს ადამიანი. არ არის სასურველი გაიწელოს ეს დრო. ეშმაკს არ სძინავს და ათასი რამ შეიძლება მოხდეს."- განაცხადა დეკანოზ საბა ჭიკაიძემ ცვლილებებთან დაკავშირებით.