2025-11-18 17:49:14
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო N5 მუნიციპალური ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი ავრცელებს.
"თბილისის ქუჩიდან მომავალი ავტობუსი, ნაცვლად ფალიაშვილი-მელიქიშვილის ქუჩისა, გაივლის წითელი ხიდის მაგისტრალს და გააგრძელებს მოძრაობას ლომოურის ქუჩისკენ.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბრიდან 1 კვირით ფალიაშვლზე ლუწი ნომრების მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.