რუსთავში არასრულწლოვანმა მაღაზიიდან ყავები მოიპარა

2025-11-13 14:59:41

რუსთავში არასრულწლოვანმა მაღაზიიდან ყავები მოიპარა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ერთ-ერტო სუპერმარკეტების ქსელის მაღაზიიდან მოზარდმა ძვირადღირებული ყავები მოიპარა.

ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება დროულად მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ არასრულწლოვანი ამხილა და მოპარული პროდუქტი მაღაზიაში დააბრუნა.