რომელი სპექტაკლების ნახვას შეძლებთ 19 ნოემბრამდე რუსთავის თეატრში

2025-11-13 14:36:17

9 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის ფესტივალი დაიწყო.

ფესტივალს რუსთავის თეატრი უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

მაყურებელი დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, რეჟისორის გიორგი თავაძის სპექტაკლს "იმერული რექვიემს" იხილავს.

სპექტაკლების ჩამონათვალი, რომლის ნახვასაც 19 ნოემბრის ჩათვლით შეძლებთ:

14 ნოემბერი - ,,თავისუფალი წყვილი“ - ილიაუნის თეატრი - რეჟ: ვანო ხუციშვილი; 

15 ნოემბერი - ,,უცნობები“ - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - რეჟ: გიორგი სულთანიშვილი; 

16 ნოემბერი  - ,,ზღვის თეატრი“ - გიორგი რატიანის სახელობის მოზარდამყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი- რეჟ: ალექსანდრე ელოშვილი;

17 ნოემბერი - ,,მილიონერი ნეაპოლი“ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი - რეჟ: გოჩა კაპანაძე;

18 ნოემბერი - ,,თეთრი ვარდები“ - თავისუფალი თეატრი - რეჟ: ავთო ვარსიმაშვილი;

19 ნოემბერი - ,,მშვიდობით თემურ“-  თავისუფალი თეატრი - რეჟ: ზურაბ გეწაძე;