ბრიტანელ ქალს, რომელსაც 12 კგ მარიხუანას შემოტანას ედავებიან, პროკურატურამ საპროცესო გაუფორმა

2025-10-29 17:47:42

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით დაკავებულ 20 წლის ბელლა მეი კალლის პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის მიხედვითაც 35 კვირის ორსულ ციხეში მხოლოდ 2 წლის გატარება მოუწევს.

თანხის ნაწილი 500 ათასი ლარი ოჯახმა უკვე დაფარა. ადვოკატის თქმით, ბრიტანელმა ქალმა პროკურატურასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა.

"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო შეთავაზებული წინადადება, რომლის საფუძველზე გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. შედგა აღნიშნული პირობების შეთანხმება, რომელიც უკვე დადასტურდება მოსამართლის მიერ 3 ნოემბერს. საპროცესო შეთანხმება ფორმდება, როდესაც ბრალდებული ბრალს აღიარებს სრულად და მისაღები იქნება პროკურორის მიერ შეთავაზებული ის პირობები, რაზედაც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ბრალდების მხარე სთავაზობს ბრალდებულს"- აცხადებს ადვოკატი.

ბელა მეი კალლი 10 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, მისი ბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 12 კილოგრამამდე “მარიხუანა” და 2,068 კგ “ჰაშიში” ამოიღეს.