2025-10-29 14:24:10
რუსთავის ციხეზე არქეოლოგებმა კიდევ ერთი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი იპოვეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა, X-XI საუკუნით დათარიღებული კიდევ ერთი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ისევ ციხე-სიმაგრის მე-6 ოთახში იპოვეს.
პაჭიკაშვილის თქმით, კიდევ ერთი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი თითქმის ერთი კვირის წინ ნაპოვნ მუზარადთან და ჯაჭვის პერანგთან ახლოს იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ნაპოვნი საბრძოლო აღჭურვილობა უნიკალურია როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში, რადგან ამ ეპოქის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტები მხოლოდ რუსთავსია აღმოჩენილი.