ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დაინიშნა

2025-10-29 13:47:00

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დაინიშნა. 

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. ის დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი მოადგილე იყო. აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ჯალაღანია 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის იანვრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე იყო, 2016 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე კი – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი. 2012-2016 წლებში მას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2005-2010 წლებში ჯალაღანია ოზურგეთის რაიონული პროკურორი იყო