2025-10-27 00:48:14
რუსთავში bmw-ს მძღოლი დააჯარიმეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილი შეაჩერა.
არსებული ინფორმაციით პატრულ ინსპექტორმა მანქანის მძღოლს 200 ლარიანი ჯარიმა მაყუჩის გამო გამოუწერა და ავტომობილი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანა.