ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

2025-10-26 18:05:12

ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილები დააკავეს.

პარიზის პროკურატურის ცნობით, პოლიციამ ლუვრის მუზეუმიდან ფასდაუდებელი სამკაულების მოპარვაში ეჭვმიტანილები დააკავა.
გასულ კვირას, დამნაშავეებმა ლუვრის "აპოლოს გალერეა" გაძარცვეს და რამდენიმე წუთში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები წაიღეს. პარიზის პროკურორმა, ლორ ბეკუომ, განაცხადა რომ, "ერთ-ერთი დაკავებული მამაკაცი ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა რუასის აეროპორტიდან“. 

მუზეუმიდან წაღებული სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევროდ (102 მილიონი აშშ დოლარი) არის შეფასებული. პროკურორის თქმით, ძარცვაში პასუხისმგებელი პირების დასადგენად ძიებაში დაახლოებით 100 გამომძიებელი მონაწილეობს.