იტალიაში 16 წლის ქართველი დააკავეს.
ნეაპოლში სულ რამდენიმე საათში სამი ძარცვა და ერთი ძარცვის მცდელობა დაფიქსირდა. დანითა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარის გამოყენებით, მძარცველებმა მობილურები და თანხა გაიტაცეს.
პოლიციამ ვიდეოთვალის ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ ორი დამნაშავიდან ერთ-ერთის იდენტიფიცირება მალევე მოახდინა, ის 16 წლის ქართველი აღმოჩნდა.
სამართალდამცავებმა დამნაშავის დაკავება ცხელ კვალზე შეძლეს.
არასრულწლოვანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაული აღიარა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.