ახალი სერვისი რუსთავის მომსახურების სააგენტოში

2025-10-18 17:10:33

მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებულ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფისში სატრანსპორტო საშუალების ტიპისა და სასაქონლო კოდის დადგენის ექსპერტიზის ჩატარება გახდა შესაძლებელი.

მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფისში შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულების (შეფასების) ექსპერტიზის ჩატარება და საიდენტიფიკაციო ნომრის ( ვინ ნომრის) და საჭდის მოხსნა/დაყენების დადგენა. 

აღნიშნული სერვისების გარდა, დაინტერესებულ პირს უკვე შეუძლია მოითხოვოს სატრანსპორტო საშუალების ტიპისა და სასაქონლო კოდის დადგენის ექსპერტიზის ჩატარება.