რუსთავქალაქობა 2025

2025-10-14 13:41:41

რუსთავში "რუსთავქალაქობა 2025" მიმდინარეობს".

ქალაქის დღესასწაული ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათზე მრავალფეროვანი საბავშვო  პროგრამით დაიწყო და დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის:  კოსტუმირებული მსვლელობები, ზღაპრის გმირები, ილუზიონისტების შოუ, სახალოსო მასტერკლასები და და თოჯინების წარმოდგენა.

თავისუფლების მოედანზე პარალელურად მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების სტენდები და მიმდინარეობს მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ასევე მიმდინარეობს წიგნის ფესტივალი, სადაც რუსთავქალაქობის სტუმრები, 14 სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების შეძენას,  ფასდაკლებით შეძლებენ.

19:00 საათზე მთავარი სცენა დაეთმობა ანსამბლ "რუსთავს". 22:45 საათზე კი დიდ ეკრანზე გაიმართება საქართველო-თურქეთის შეხვედრის პირდაპირ ტრანსლირება.