რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2025-10-13 23:30:48

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მოდებაძის ქუჩაზე, იქ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სატვირთო ავტომობილი 60 წლამდე კაცს დაეჯახა და გადაუარა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჯები.

კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.