ხმაური რუსთავში, ერთერთ ბინაში

2025-10-12 23:46:20

ხმაური რუსთავში, ერთერთ ბინაში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც ქალმა სავარაუდოდ თვითადიანება მიიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში, რუსთავის რამდენიმე ჯგუფში არასწორედ გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და თემით დაინტერესება სთხოვეს. სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო სააგენტომ აღნიშნული ამბავი დააზუსტა და გავრცელება. ქუჩას და სხვა დეტალებს განზრახ არ ვასახელებთ.