პოლიციამ 1 პირი დააკავა

2025-10-12 12:43:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი  2 პირი: 1988 წელს დაბადებული  გ.ზ. და 2000  წელს დაბადებული ბ.ხ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გ.ზ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის - 1986 წელს დაბადებული ე.ჯ. -ს კუთვნილ ორ ავტომობილს. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მისგან შეძენილი ავტომობილების საფასურს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ე.ჯ.-ს 30 167 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა კიდევ ერთი მოქალაქის თანხას.
რაც შეეხება თაღლითობის  ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბ.ხ. - ს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ერთ-ერთი საწარმოს 50 000 ლარამდე ღირებულების ხორცპროდუქტს.

თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.