რუსთავში პირველი დამოუკიდებელი თეატრი "ბრავო" გაიხსნა [video]

2025-10-09 11:22:52

რუსთავში პირველი დამოუკიდებელი თეატრი "ბრავო" გაიხსნა. [ვიდეო/video]

თეატრი რატი ლაბაძის სპექტაკლის "დრაკონი" პრემიერით გაიხსნა, რომელიც ევგენი შვარცის პიესის მიხედვითაა დადგმული.

პირველივე დღეს სპექტაკლის სანახავად უამრავი ადამიანი იყო მისული და მაყურებელთა დიდი ინტერესის გამო, მათ ნაწილს "დრაკონის" ნახვა ფეხზე დამდგარს მოუწია.

"დღეს მართლა მოვლენა შედგა, რადგან რუსთავში გაიხსნა პირველი დამოუკიდებელი თეატრი, სადაც ახალგაზრდა პროფესიონალები მაყურებელს სთავაზობენ ძალიან ხარისხიან და მათალი დონის ხელოვნებას.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაყურებელს, მათ ვინც დღეს იყო ჩვენთან ერთად სპექტაკლზე და ვინც მომავალში ჩვენთან ერთად იქნება, რადგან ნამდვილად დაგვჭირდება მათი მხარდაჭერა",- გვითხრა თეატრის დამფუძნებელმა გეგი ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება მთელი თვის კალენდარი და მაყურებელს ეცოდინება, რა რიცხვებში შეძლებენ სპექტაკლის ნახვას.