ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხოდაშენში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს.
ადგილობრივების თქმით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. მას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიღებული.
დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.