თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 48 წლის კაცი ტყეში სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც ბზიკმა უკბინა.
კაცს ნაკბენის გამო მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდა და ადგილზე დაიღუპა.