რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

2025-10-08 16:18:25

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.