თვითაღმდგენი ასფალტი - მეცნიერები ასფალტის გზებზე გაჩენილი ორმოების და ბზარების შეკეთების ალტერნატივას გვთავაზობენ
ორმოები და ბზარები ასფალტის გზებზე გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. გერმანელმა მეცნიერებმა მიკროსკოპული სპორების დახმარებით შექმნეს ასფალტი რომელიც თვითაღდგენადია. თვითაღდგენითი თვისებების გარდა, ეს ინოვაციური ასფალტი იყენებს ბიომასის ნარჩენებს, რითაც ამცირებს ნავთობის რესურსებზე დამოკიდებულებას.
მეცნიერების თქმით ეს ინოვაცია გზების ხარისხის ვარგისიანობის ხანგრძლივობას 30 %-ით გაზრდის. აგრეთვე ვარაუდობენ, რომ ეს ტექნოლოგია შეიძლება ფართო მასშტაბიანი გახდეს რამოდენიმე წელიწადში. ის წარმოადგენს ტრადიციული შეკეთების მეთოდების მდგრად ალტერნატივას და ამავდროულად ხელს შეუწყობს ასფალტის წარმოებასთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას.