რუსთავში, ავტობუსში ბავშვების მიმართ სავარაუდოდ გარყვნილი ქმედების ფაქტი დაფიქსირდა [video]

2025-10-06 20:14:26

მოზარდების სექსუალურად შევიწროვების ფაქტი რუსთავში, ერთერთ მუნიციპალურ ავტობოსში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას "ინფო რუსთავისგან" ბავშვების მშობელი ითხოვდა. [video]

მშობლის თქმით, მის შვილებსა და შვილის მეგობრის სექსუალურად შევიწროვების ფაქტი, რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, #2 ავტობუსში მოხდა. 

მშობლის მონათხრობის მიხედვით, მოზარდები ავტობუსით მგზავრობდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ გაჩერებაზე, 40 წლამდე მამაკაცი ავიდა. ის მოზარდებთან ახლოს დადგა და მათ ტელეფონში, უხამს ფოტო-ვიდეოს ანახებდა. 

"მინიშნებებს აძლევდა თვალებით, ხელებით, ბავშვებმა თავი ძალიან უხერხულად იგრძნეს. ამის შემდეგ ბავშვები ძალიან ტრამვირებულები არიან", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" მშობელმა.

ფაქტთან დაკავშირებით მშობელმა უკვე მიმართა სამართალდამცავებს.