როგორ შევქმნათ საძინებელ ოთახში დამატებითი სათავსოები
საძინებელ ოთახში ხშირად სივრცე შეზღუდულია, ყველა საჭირო ნივთის მოთავსება კი – რთული. სწორედ ამ დროს, საჭიროა ოთახში დაამატოთ სათავსოები, რათა თქვენი დასასვენებელი სივრცე არ იყოს გადატვირთული და ყველა საჭირო ნივთი ხელმისაწვდომი იყოს. მნიშვნელოვანია, სათავსოების ისე შექმნა, რომ ოთახმა იერსახე შეინარჩუნოს და იყოს მოწესრიგებული. ეს პრობლემა, ძირითად შემთხვევაში, საძინებლის ავეჯის დახმარებით შეიძლება გადაიჭრას. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, როგორ უნდა შექმნათ საძინებელ ოთახში დამატებითი სათავსო ისე, რომ სივრცე არ გადატვირთოთ. საძინებელში ყველაზე დიდი ავეჯი, როგორც წესი, საწოლია, და სწორედ ამიტომ მასში ჩაშენებული სათავსოები პრაქტიკულობის საუკეთესო მაგალითია. საწოლებს სათავსოთი ხშირად აქვთ ამწევი მექანიზმი, რომლის ქვეშაც დიდი სათავსოა განთავსებული. ეს სივრცე იდეალურია ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად არ გჭირდებათ: სეზონური ტანსაცმელი, დამატებითი საბნები ან თეთრეული. ასე დაზოგავთ სივრცესაც და ზედმეტ ნივთებს შეინახავთ ისე, რომ სივრცე არ გადატვირთოთ. საწოლის ქვეშ არსებული სივრცე ხშირად გამოუყენებელი რჩება, თუმცა უჯრების ან სათავსო კალათების დამატებით ის სრულფასოვან სათავსოდ იქცევა. ასეთი სისტემა განსაკუთრებით მოსახერხებელია მცირე ზომის საძინებლებისთვის, სადაც დამატებითი კარადის ან კომოდის განთავსება შეუძლებელია. თაროები და კედლის სათავსოები იდეალურია, როცა სივრცის ეკონომიურად გამოყენება გსურთ. ღია თაროები საშუალებას გაძლევთ თქვენი საყვარელი წიგნები, სურათები ან დეკორატიული ნივთები იქცეს ინტერიერის მნიშვნელოვან დეტალად. ისინი ოთახს უფრო ინდივიდუალურ იერს აძლევენ. ხშირად საძინებელში კუთხეები გამოუყენებელი რჩება. კუთხის თაროები კი საშუალებას გაძლევთ ეს სივრცე ფუნქციურად გამოიყენოთ და შეინახოთ ნივთები ისე, რომ ოთახი უფრო ჰარმონიული გახდეს. საძინებელ ოთახში დამატებითი სათავსოების შესაქმნელად რამდენიმე გზა არსებობს. თუმცა ყველაზე კომფორტული და მარტივი საწოლი სათავსოთია, რადგან სივრცეს ზოგავს და შეუმჩნევლად ინახავთ ნივთებს, რომლებიც ნაკლებად გჭირდებათ. ამის გარდა შეგიძლიათ შესაბამისი კარადები დაამატოთ ან თაროები. ყოველთვის შეეცადეთ, მცირე სივრცეში, ოთახის თითოეული კუთხის სრულიად ათვისებას. დამატებითი სათავსოები ოთახს მოგიწესრიგებთ და ვიზუალურად გადატვირთვისგან დაგიცავთ.საწოლები სათავსოთი
თაროები და კედლის სათავსოები
შეჯამება