რუსთავში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა

2025-09-22 16:03:57

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამეზობლო დავის ფაქტი დაფიქსირდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეზობლებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მეორეს ხმაურის გამო შენიშვნა მისცა.

მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.